ფრანგმა ლგბტ თემის უფლებადამცველებმა ჩეჩნეთს გენოციდში დასდო ბრალი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა. ფრანგ უფლებადამცველებს მაგალითად მოჰყავთ, თინეიჯერი ბიჭის შემთხვევა, რომელიც მისი სექსუალური ორიენტაციის გამო მეცხრე სართულიდან გადმოაგდეს. უფლებადამცველები ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს და სახელმწიფო მოხელეებს ლგბტ თემის დევნაში ადანაშაულებენ.
პრეზიდენტ კადიროვის განცხადებით, ისლამურ ქვეყნებში ლგბტ თემს წარმომადგენლები არ შეიძლება არსებობდნენ.
ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, ქვეყნის პოლიციაში, ლგბტ თემის წარმომადგენლის მიერ შეტანილი ოფიციალური საჩივარი არ არსებობს.