logo_geo
eng_logo
ჩეჩნეთის ხელისუფლება ქვეყანაში ლგბტ თემის არსებობას უარყოფს
- +

16 მაისი. 2017. 23:13



ფრანგმა ლგბტ თემის უფლებადამცველებმა ჩეჩნეთს გენოციდში დასდო ბრალი და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა. ​ფრანგ უფლებადამცველებს მაგალითად მოჰყავთ, თინეიჯერი ბიჭის შემთხვევა, რომელიც მისი სექსუალური ორიენტაციის გამო მეცხრე სართულიდან გადმოაგდეს. უფლებადამცველები ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს და სახელმწიფო მოხელეებს ლგბტ თემის დევნაში ადანაშაულებენ.


​პრეზიდენტ კადიროვის განცხადებით, ისლამურ ქვეყნებში ლგბტ თემს წარმომადგენლები არ შეიძლება არსებობდნენ.


​ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, ქვეყნის პოლიციაში, ლგბტ თემის წარმომადგენლის მიერ შეტანილი ოფიციალური საჩივარი არ არსებობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner