logo_geo
eng_logo
The New York Times: დონალდ ტრამპმა რუსეთს ისრაელის დაზვერვის მონაცემები გაუზიარა
- +

17 მაისი. 2017. 00:26


 

„აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრიისას, მას ისრაელის დაზვერვის მონაცემები გაუზიარა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს" გარკვეულ ტერორისტულ ჩანაფიქრს ეხება", - წერს The New York Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.


მანამდე, ამერიკული პრესა მხოლოდ იმის შესახებ წერდა, რომ ტრამპმა ლავროვს „ისლამური სახელმწიფოს" შესახებ რაღაც საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა, თუმცა არ აკონკრეტებდა რომელი დაზვერვის მონცემებზე იყო ლაპარაკი. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი ლავროვთან განიხილავდა დაზვერვის მონაცემების მიღების არხებს, კერძოდ, ქალაქს „ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიაზე, სადაც მათი წყარო იმყოფება.  


თავად დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რონ ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით რუსეთთან ინფორმაციის გაცვლის უფლება აქვს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner