„აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრიისას, მას ისრაელის დაზვერვის მონაცემები გაუზიარა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს" გარკვეულ ტერორისტულ ჩანაფიქრს ეხება", - წერს The New York Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მანამდე, ამერიკული პრესა მხოლოდ იმის შესახებ წერდა, რომ ტრამპმა ლავროვს „ისლამური სახელმწიფოს" შესახებ რაღაც საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა, თუმცა არ აკონკრეტებდა რომელი დაზვერვის მონცემებზე იყო ლაპარაკი. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი ლავროვთან განიხილავდა დაზვერვის მონაცემების მიღების არხებს, კერძოდ, ქალაქს „ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიაზე, სადაც მათი წყარო იმყოფება.
თავად დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რონ ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით რუსეთთან ინფორმაციის გაცვლის უფლება აქვს.