logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ჩემს კედელზე მთავრობას რომ მიგინებთ, ამის უფლებას არ მოგცემთ
- +

17 მაისი. 2017. 11:50



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„4842 facebook-მეგობარი და 5180 გამომწერი მყავს, აქედან არც ერთის კედელზე არ შევრბივარ ლოზუნგებით და კივილ-წივილით. თუ რამე მაწუხებს, საკუთარ კედელზე ვპოსტავ! ვუყურებ სხვის პოსტებს, ხშირად არ მომწონს მთავრობის საწინაღმდეგო პოზიციები, მაგრამ არავის ვუშლი ხელს, გავივლი და ვუბრუნდები საკუთარ კედელს... ჰოდა, აქ რომ შემოვარდებით და მთავრობას მიგინებთ, ამის უფლებას არ მოგცემთ, არც თქვენზე ნაკლები პატრიოტი ვარ, თუ მეტი არა... ან ვინ ხართ ზოგი, არც ვიცი, საერთოდ და ჩემზე გულანთებული ქვეყნისთვის ბევრიც არ მეგულება. თუ რამე არ მომწონს ამ ხელისუფლების, არც ვეპუები და ძალიან კარგად ვამბობ სათქმელს. ბევრ ოპოზიციონერზე კრიტიკულადაც კი... ჰოდა, მიხედეთ თქვენს კედლებს, თქვენს გარკვეულ თუ გაურკვეველ პოზიციებს, მე ერთხელ და სამუდამოდ კარგად მაქვს დაფიქსირებული, რომ ვუჭერ მხარს ამ ხელისუფლებას, და მორჩა! სულში მე არავინ მაფურთხებს და თუ თქვენ გრძნობთ თავს ამ მდგომარეობაში, საკუთარ თავში ეძებეთ პრობლემები! როგორც მომწონს, ისე ვცხოვრობ და როგორც მომწონს, ისე ვწერ, არავის ვეკითხები, აქ რა ვწერო და რა - არა!" - წერს ნინო ჯღარკავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner