logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანმა სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბი გაანადგურა
- +

4 აპრილი. 2016. 15:11


მესამე დღეა, მთიანი ყარაბაღის ფრონტის ხაზზე ბრძოლები მიმდინარეობს. იერიშებში აზერბაიჯანიც და სომხეთიც ერთმანეთს ადანაშაულებენ და ირწმუნებიან, რომ მოწინააღმდეგე დიდ დანაკარგს განიცდის. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საპასუხო დარტყმის შედეგად მათ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბი გაანადგურეს, სადაც სამხედროებთან ერთად გენერლებიც დაიღუპნენ.


არაღიარებულ მთიან ყარაბაღში კი ირწმუნებიან, რომ ცოცხალი ძალის უპრეცედენტო დანაკარგი აქვს აზერბაიჯანულ მხარეს. მათი მტკიცებით, ამ დროისთვის ბრძოლების შედეგად 300 აზერბაიჯანელი ჯარისკაცია დაღუპული. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner