„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს დღეს 15:00 საათზე დაჰკითხავენ.
საქმე ეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ „ელ ცენტროში" 12 მაისს მომხდარ ინციდენტს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.