ტელეკომპნია „მაესტროს" 55-პროცენტიანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ თანამშრომლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლები მუშაობას უახლოეს ხანში განაახლებენ.
გაჩეჩილაძის განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
მისივე ინფორმაციით, ხვალ გაიმართება პარტნიორთა კრება, სადაც ტელეკომპანიის ახალი დირექტორი დაინიშნება.
„ვადასტურებ, რომ ყველაზე რეალური კანდიდატია ზურაბ ნაყეური", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.