logo_geo
eng_logo
კახეთსა და სამეგრელოში ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი მოეწყობა
- +

17 მაისი. 2017. 15:18



კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის, ნარჩენების ინტეგრირებული მართვის ტექნიკურ-ეკონომიკური  კვლევის ანგარიშის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.


შეხვედრას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა,  საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი,  გიორგი შუხოშვილი, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW)  პროექტის კონსულტანტი და  მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


KfW გერმანიის განვითარების ბანკი   საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სიტუაციის გაუმჯობესებაში ეხმარება.  მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები პროექტისთვის „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა"(ISWM) კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ასევე  რესურსების აღდგენისა და ნარჩენების ვალორიზაციის საკითხებს.


პროექტი ითვალისწინებს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისთვის და არსებული ნაგავსაყრელების სტანდარტების შესაბამისად დახურვას.


პროექტის პარტნიორია საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია(SWMCG).




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner