ავტორი სალომე უერთაშვილი
„არგენტინის სახლი საქართველოში" პრეზიდენტმა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე იმ უფლებამოსილების შესახებ ისაუბრა, რომელიც არგენტინიდან მიიღო.
„უფლებამოსილებას ვაძლევთ ბ-ნ ნიკოლოზ პატარქალიშვილს, წარმოადგინოს ჩვენი ინტერესები საქართველოში და გაავრცელოს განცხადებები, აგრეთვე საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მეშვეობით მოაწყოს პრეზენტაციები ჩვენს აკადემიაში ქართველი ფეხბურთელების მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ფერნანდო გონსალო მოლინა
სპორტული ცენტრის „კანინგის" მმართველი დირექტორი", - აცხადებს პატარქალიშვილი.