„ხშირად უთხოვიათ ფეხბურთზე შეყვანა, თუმცა ვთვლი, რომ ჯერ ადრეა..." - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედის დღეში" შვილებზე საუბრისას.
„ძალიან უყვართ ჩემს შვილებს ფეხბურთი, თუმცა, ჯერ ძალიან პატარები არიან. ხშირად უთხოვიათ ფეხბურთზე შეყვანა, თუმცა ვთვლი, რომ ჯერ ადრეა... როცა ამის დრო მოვა, ვცდით. მთავარია, გაიზარდონ კარგი ადამიანები, რომ ჩვენს ქვეყანას ღირსეულად ემსახურონ...პროფესიას არ აქვს მნიშნველობა. ის ნეგატიური განწყობები, რაც პოლიტიკაში გროვდება, ვცდილობ, რომ ოჯახში არ შევიტანო და ამ განწყობისგან დაცლილი შევიდე", - აღნიშნა კახა კალაძემ.