„ამ ამბის მერე, შეიძლება ითქვას, რომ ღმერთმა მეორედ მაჩუქა შვილი" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „იმედის დღეში" უფროს შვილზე საუბრისას განაცხადა.
კალაძემ რამდენიმე თვის წინ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა:
„რამდენიმე თვის წინ, როდესაც მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი, ჩემი უფროსი ბიჭი, ბუბუ გადავარდა ცარიელ აუზში, სადაც გარკვეული სამუშაოები ტარდებოდა... დაეცა ფეხებით, 2 თვე წოლითი რეჟიმი ჰქონდა, ძვალი ჰქონდა გაბზარული... ამ ამბის მერე, შეიძლება ითქვას, რომ ღმერთმა მეორედ მაჩუქა შვილი", - განაცხადა კახა კალაძემ.