logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: თორდია-ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- +

17 მაისი. 2017. 18:38


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ საკითხზე გამოძიება უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გამოძიება მოკლე დროში ეფექტურად ჩატარდეს, რომ საზოგადოებამ შედეგი შეიტყოს.


„მე არ ვაწარმოებ გამოძიებას. გაკეთდა განცხადება, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. უკვე დაიწყო გამოძიება და ასეთი კატეგორიის საქმეებზე საჭიროა მოკლე დროში ეფექტური გამოძიების ჩატარება და დასრულება, რათა საზოგადოებამ შეიტყოს შედეგები", - განაცხადა კახა კახიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner