logo_geo
eng_logo
სამტრედიის გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
- +

17 მაისი. 2017. 21:25



როგორც Ambebi.ge-ს თვითმხილველმა აცნობა, სამტრედიის გზაზე, მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner