როგორც Ambebi.ge-ს თვითმხილველმა აცნობა, სამტრედიის გზაზე, მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.