logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ხიდაშელი შენელებული მოქმედების ნაღმია, რომელიც არჩევნების დროს აფეთქდება
- +

4 აპრილი. 2016. 16:23


„თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დატოვება - ეს არის შენელებული მოქმედების ნაღმი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს აუცილებლად აფეთქდება", - ამის შესახებ პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს.


როგორც მან „ასავალ-დასავალს" განუცხადა, მას უცხოელმა მეგობრებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ხიდაშელი ცოტა ხნის წინათ ლონდონში სააკაშვილის მეგობრებსა და ლობისტებს: კარლ ბილდტსა და რადოსლავ სიკორსკის შეხვდა.



„ამის ამსახველი ფოტოებიც მაქვს. როგორც სანდო წყაროებისგან ჩემთვის ცნობილი გახდა, ამ შეხვედრაზე განიხილეს „ნაციონალური მოძრაობისა" და რესპუბლიკური პარტიის ერთობლივი მოქმედების გეგმა, რომელიც ოდესის გუბერნატორ სააკაშვილთან არის შეთანხმებული",- განაცხადა ბრეგაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner