ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე , რომ თითქოს საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას გეგმავს.
,,მას ამის არანაირი საფუძველი და მიზეზი არ გააჩნია. პირველივე შემთხვევაში გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და მისცა მის ხელთ არსებული ინფორმაცია", - განუცხადა ადვოკატმა.