2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ჩინეთში განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ $49 მლნ შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ექსპორტირებული სასაქონლი ჯგუფების ხუთეულში წამყვანი პოზიცია მადნები და სპილენძის კონცენტრანტების ექსპორტს უჭირავს. კერძოდ, პირველ კვარტალში განხორციელებული $49 მლნ-ის ექსპორტიდან $41 მლნ სწორედ ამ ჯგუფზე მოდის. მეორე პოზიციაზეა ღვინო - $3 მლნ-ით, მესამეზე - მსუბუქი ავტომობილები, მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი მანგანუმის მადნები და კონცენტრანტები და ნარჩენები და სპილენძის ჯართები ინაწილებენ. თითოეულის ექსპორტი $1 მლნ-ს არ აღემატება.
რაც შეეხება იმპორტს, პირველ სამ თვეში ჩინეთიდან $126,5 მლნ-ის საქონელი იქნა იმპორტირებული. სასაქონლო ჯგუფების ხუთეული კი ასეთია: ყველაზე მეტი, თითქმის $5 მლნ-ის სხვა სახის ფეხსაცმელი რეზინის ან პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით იქნა იმპორტირებული, მეორეზეა - რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, მესამეზეა - ბრტყელი ნაგლინი, მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი, სატელეფონო აპარატები და რეზინის ფეხსაცმლები ინაწილებენ.
ცნობისთვის: 2016 წელს ჩინეთში ექსპორტმა $169.5 მლნ შეადგინა, ხოლო იმპორტმა - $547.5 მლნ დოლარი.
წყარო: www.bm.ge