logo_geo
eng_logo
სერჟ სარგსიანი: ყველა სამხედრო ქვედანაყოფი ძველ პოზიციებს დაუბრუნდება
- +

4 აპრილი. 2016. 16:44


სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჟ სარსიანმა ეუთო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთის საბრძოლო ქვედანაყოფები 2016 წლის 1 აპრილის პოზიციებს დაუბრუნდებიან.



სომხეთი და მთიანი ყარაბაღი საომარი მოქმედებების შეჩერების და 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან. ასევე, ყველა სამხედრო ქვედანაყოფი იმ პოზიციებს დაუბრუნდება, რომელსაც ისინი 2016 წლის 1 აპრილამდე იკავებდნენ", - განაცხადა სომხეთის ლიდერმა.



შეგახსნებეთ, რომ რეგიონში სიტუაცია 2 აპრილის ღამეს უკიდურესად გამწვავდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიის, ნაღმმტყორცნებისა და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, აზერბაიჯანის არმიის პოზიციები დაბომბა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner