logo_geo
eng_logo
კონგრესმენმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა
- +

17 მაისი. 2017. 22:37


CNN-ის ცნობით, დემოკრატი კონგრესმენი ტეხასიდან ელ გრინი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნით გამოდის.  ის კონგრესის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი ოფიციალურად მოითხოვა.


„ეს ჩემი პოზიციაა. ეს არის, რისიც მჯერა და ამას კატეგორიულად მოვითხოვ. მე არ დავთმობ. პრეზიდენტს იმპიჩმენტი უნდა გამოეცხადოს.

 

ეს ნიშნავს, რომ წარმომადგენლობითი პალატა პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებებს წამოაყენებს. ეს უფრო ჰგავს საბრალდებო დასკვნას, მაგრამ იგივე არ არის", - განმარტა კონგრესმენმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner