CNN-ის ცნობით, დემოკრატი კონგრესმენი ტეხასიდან ელ გრინი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნით გამოდის. ის კონგრესის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი ოფიციალურად მოითხოვა.
„ეს ჩემი პოზიციაა. ეს არის, რისიც მჯერა და ამას კატეგორიულად მოვითხოვ. მე არ დავთმობ. პრეზიდენტს იმპიჩმენტი უნდა გამოეცხადოს.
ეს ნიშნავს, რომ წარმომადგენლობითი პალატა პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებებს წამოაყენებს. ეს უფრო ჰგავს საბრალდებო დასკვნას, მაგრამ იგივე არ არის", - განმარტა კონგრესმენმა.