პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარ თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ელენე გოგუაძემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე და კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„დასადგენია, თქვენგან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების წარმომავლობა, ასევე დანიშნულება და, შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ გამოძიებას ამ კუთხით ხელი შეეშალოს", - განაცხადა მოსართლე ელენე გოგუაძემ. მან ასევე ბრალდებულს განუმარტა, რომ წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც 26 ივნისსაა ჩანიშნული, აუცილებლად მოხდება ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა.