logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: თუ პრეზიდენტს ინსტიტუციონალური რესურსი არ აქვს, მისი პირდაპირ არჩევა აზრს კარგავს
- +

18 მაისი. 2017. 01:37



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ გადაცემა "პოლიტმეტრში" გპრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ისაუბრა.


„თუ პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი პოლიტიკური და ინსტიტუციონალური რესურსი მისი პირდაპირი წესით არჩევა აზრს კარგავს. მაგის პრეცენდენტებიც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს სინამდვილიდან თუ გამოვალთ, საქართველოში ეს მოიშალა, ვინაიდან ჩვენთან მიხეილ სააკაშვილზე, ერთ ადამიანზე მორგება ხდებოდა და მის გადაადგილებასთან იყო დაკავშირებული. პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერობას აპირებდა. ამან ქვეყანაში ინსტიტუციონალურად ძალიან ბევრი რაღაც მოშალა. ახლა ეს ყველაფერი, გადანაწილების პრინციპი ამ კონსტიტუციის ფარგლებში უნდა დალაგდეს და ამ პირობებში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა ლოგიკას მოკლებულია", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner