logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: უჩა ნანუაშვილი წლებია ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა!
- +

4 აპრილი. 2016. 16:47


„რეპორტიორის" პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ სახალხო დამცველის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უჩა ნანუაშვილი უკვე  წლებია ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი და ეჭვი, რომ ის ასრულებს უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურების დავალებებს, რათა საქართველო რელიგიური დაპირისპირების ქარცეცხლში მოექცეს.
 

„იმ დროს, როცა ჩვენს მეზობლად და მთელ მსოფლიოში რელიგიურ ნიადაგზე მიმდინარეობს დაპირისპირებები, რისი ნათელი დადასტურება თუნდაც „ისლამური სახელმწიფო" და სირიაში მიმდინარე მოვლენებია, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი წლებია ეწევა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. მის მიერ საქართველო არაერთგზის მოხსენებულია, როგორც რელიგიური უმცირესობების მჩაგვრელი ქვეყანა. იმ ფონზე, როცა მუსლიმანური ქვეყნები გვესაზღვრება, დადანაშაულებულები ვართ ისლამოფობიაში და მუსლიმებისთვის პრობლემების შექმნაში, მსგავსი გამოთქმები სერიოზულ საფრთხეებს ქმნის ქვეყნის წინაშე. მითუმეტეს როცა განცხადებები სრულიად მოკლებულია რეალობას".


სახალხო დამცველის 2015 წლის მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს უნდა წარედგინოს,  საქართველო კვლავ რელიგიურ უმცირესობათა ჩაგვრაშია მხილებული, განსაკუთრებით იეჰოვას მოწმეების. ასევე მუსლიმებისთვის აღმსარებლობის და საკულტო ნაგებობების მშენებლობებთან დაკავშირებით პრობლემების შექმნაში.



 მოხსენებაში ასევე აღნიშნულია: 


მოსწავლეები ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში ან სასულიერო პირებს სკოლებში იწვევენ, ხდება მოსწავლეების დალოცვა, ანთებენ სანთლებს. სკოლებში რელიგიური უმცირესობები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი".


„სახალხო დამცველი, რომელიც ბავშვებს ტაძრებში შესვლას, სანთლის დანთებას და ლოცვას უკრძალავს, პარლამენტმა უნდა გადააყენოს. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი და ეჭვი, რომ ის ასრულებს უცხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურების დავალებებს, რათა საქართველო რელიგიური დაპირისპირების ქარცეცხლში მოექცეს. ამის თქმის საფუძველს იძლევა მისი და გრანტიჭამიების შეწყობილი მუდმივი ისტერია, რომ საქართველოში ისლამოფობიაა და რელიგიურ უმცირესობებს ვჩაგრავთ. ამ დროს კი, საქართველოში დიდი შეტევაა პატრიარქზე და მართლმადიდებლებზე, რომ არაფერი ვთქვათ პრობლემებზე საინგილოსა და ტაო-კლარჯეთში, სადაც ჩვენ მღვდელმსახურების პრობლემები გვაქვს", - განაცხადა მჟავანაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner