BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, ამერიკის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეში სპეციალურ მრჩევლად, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორი რობერტ მიულერი, რომელიც უწყებას 2001-2013 წლებში ხელმძღვანელობდა კვლავ დანიშნა.
სპეციალური პროკურორის დანიშვნის აუცილებლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ კვირაში ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FBI-ის ხელმძღვანელი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ამერიკის გენერალური პროკურორის მოადგილის როდ როზენშტეინის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ საქმის გამოძიებაზე ზედამხედველობის ჩაბარება გარედან მოსული ადამიანისთვის საზოგადოების ინტერესებშია.