logo_geo
eng_logo
ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევას FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელი გამოიძიებს
- +

18 მაისი. 2017. 03:54



BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ, ამერიკის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეში სპეციალურ მრჩევლად, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყოფილი დირექტორი რობერტ მიულერი, რომელიც უწყებას 2001-2013 წლებში ხელმძღვანელობდა კვლავ დანიშნა.


სპეციალური პროკურორის დანიშვნის აუცილებლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ კვირაში ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FBI-ის ხელმძღვანელი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.


ამერიკის გენერალური პროკურორის მოადგილის როდ როზენშტეინის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ საქმის გამოძიებაზე ზედამხედველობის ჩაბარება გარედან მოსული ადამიანისთვის საზოგადოების ინტერესებშია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner