logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

18 მაისი. 2017. 10:19



შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1954 წელს დაბადებული ს.ქ. დააკავეს.


სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას ამოიღეს: „აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი, 395  საბრძოლო ვაზნა,  2 ხელყუმბარა და 3 ამფეთქი ფალია.


გამოძიება  ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner