logo_geo
eng_logo
„ოქროს ლიგის“ გამარჯვებული თბილისის „შევარდენი 2005“ გახდა
- +

18 მაისი. 2017. 11:04


 

17 მაისს სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში" ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის  -  ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი - „ოქროს ლიგა" გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც თბილისის "შევარდენი 2005" გახდა. ფინალში „შევარდენი 2005"-მა ქარელის „დურმიშხანი" დაამარცხა. მესამეადგილოსნები გახდნენ - „ლიდერი" და „ოლიმპი".


საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე, რომლის საპრიზო ფონდი 210 000 ლარი იყო, მონაწილეობა მიიღო შესარჩევ ეტაპზე გამარჯვებულმა 8 საუკეთესო გუნდმა.  შესარჩევ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50-მდე გუნდი მონაწილეობდა.


„ოქროს ლიგის" ორგანიზატორი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერი კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გახლდათ. „ოქროს ლიგის" ფინალურ ეტაპს მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი. გამარჯვებული სპორტსმენები მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, დავით ქევხიშვილმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა დააჯილდოვეს.


ლიგის გამარჯვებულმა „შევარდენი 2005"-მა 50 ათასი ლარი მიიღო, მეორე ადგილზე გასულ კლუბს - 40 ათასი ლარი, ხოლო მესამეადგილოსნებს 30-30 ათასი ლარი შეხვდათ.


მესამე ადგილისთვის შეხვედრებში დამარცხებულ კლუბებს 20 ათასი ლარი გადაეცათ, ხოლო მეშვიდე ადგილზე გასულ კლუბებს - 10 ათასი ლარი. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი უმცროს ჭაბუკებს შორის წლეულს მეხუთედ ტარდება.


წინა ოთხივე ჩემპიონატის გამარჯვებულიც თბილისის „შევარდენი 2005" გახდა და ოთხივეჯერ ფინალში თბილისის „ლიდერი" დაამარცხა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner