logo_geo
eng_logo
რეზო ამაშუკელი: ქართველი ხალხის 98 %-ს „რესპუბლიკელები“ სძულს!
- +

4 აპრილი. 2016. 16:51


„რესპუბლიკელებმა" არჩევნებამდე ყველა თანამდებობა უნდა დატოვონ", - აცხადებს პოეტი რეზო ამაშუკელი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში. მისი აზრით, რესპუბლიკური პარტია საქართველოს მტერია და „რესპუბლიკელების" წასვლა პარლამენტიდან და მთავრობიდან  მთელმა ერმა უნდა მოითხოვოს.


 

„ქართველი ხალხის 98 %-ს „რესპუბლიკელები" სძულს. იმიტომ, რომ მათ საქართველო და ყველაფერი ქართული ეზიზღებათ. უსუფაშვილი ამბობს, „ქართულ ოცნებასთან" კონკურენციულ რეჟიმში გადავედითო. ვერ გავიგე, თუ კონკურენტები არიან, ხელისუფლებაში თანამდებობები რატომ უნდა ეკავოთ? იმიტომ, რომ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენონ?! არ გამოვა, ბატონებო, თუ გაიყარეთ, გაყრა იყოს. თუ არა და, ამ გაუბედურებულ ხალხს ნუ ეთამაშებით და ნუ ამაიმუნებთ!" - განაცხადა ამაშუკელმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner