logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: რაფალიანცის საქმესთან მიმართებაში მე ბოდიში მოვიხადე...
- +

15 თებერვალი. 2016. 14:47


პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. უმრავლესობის წევრი დეპუტატი გედევან ფოფხაძე რაფალიანცების საქმესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:


„რაფალიანცის საქმესთან მიმართებაში მე ნამდვილად ბოდიში მოვიხადე და მიმაჩნია, რომ ამ თემის პოლიტიზირება არასწორია და არანაირად არ არის მიზანშეწონილი. როგორც ღვინიაშვილთან მიმართებაში დაუშვებელია, რომ რაიმე ფორმით, თუნდაც არაპირდაპირ ვადანაშაულებდეთ, ისე არასწორია, თუ მანანა ბერიკაშვილზეც ვინმე რამეს ამბობს. ამ საქმეში ჩემთვის მთავარია, პოლიტიკური ნაწილი მოიხსნას", - განაცხადა ფოფხაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner