logo_geo
eng_logo
გიორგი ახვლედიანი: არჩევნებზე პარტიების ცალკე გასვლით, „ქართული ოცნების“ გარდა ყველა დაზარალდება!
- +

4 აპრილი. 2016. 16:52


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესები „რეპორტიორის" პრესკლუბში  გამართულ ბრიფინგზე შეაფასა. მისი თქმით, არჩევნებზე კოალიციის წევრი პარტიების ცალკე გასვლით, „ქართული ოცნების" გარდა ყველა დაზარალდება, რადგან „ქართული ოცნება" არის ლოკომოტივი, რომელსაც ჩაბმული ჰყავდა ვაგონები პოლიტიკური პარტიების სახით, ახლა კი ისინი დარჩნენ ლოკომოტივის გარეშე.


„კოალიცია უკვე დაიშალა, ახლა საკითხი დგას, რამდენად დაიშლება უმრავლესობა. ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკური ვაჭრობა მიმდინარეობს, კოალიციის ყოფილი წევრებიდან ვინ რას მიიღებს, თუ უმრავლესობას არ დაშლიან. უმრავლესობის დაშლა არ არის უბრალო ამბავი, ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნებისთვის". არჩევნებამდე ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გახდეს არალეგიტიმური, რადგან დაშლილი უმრავლესობის პირობებში პარლამენტში ნდობას ვერ მოიპოვებს. პარლამენტში ნდობის საკითხი აუცილებლად დადგება. „ქართული ოცნების" ინტერესშია, რომ არ დაინგრეს უმრავლესობა, მიხედავად იმისა, რომ კოალიცია დაიშალა. რამდენად გაითვალისწინებენ ამ ინტერესს ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც კოალიციაში იყვნენ, ეს უკვე დამოკიდებულია, რამდენად შეთანხმდებიან კონკრეტულ ინტერესებზე და მათ დაკმაყოფილებაზე.

 

არჩევნებზე კოალიციის წევრი პარტიების ცალკე გასვლით, „ქართული ოცნების" გარდა ყველა დაზარალდება. „ქართული ოცნება" არის ლოკომოტივი, რომელსაც ჩაბმული ჰყავდა ვაგონები პოლიტიკური პარტიების სახით, ახლა კი ისინი დარჩნენ ლოკომოტივის გარეშე. არჩევნებზე ბარიერის გადალახვის შანსი რეალურად აქვს მხოლოდ  „ქართულ ოცნებას", - განაცხადა ახვლედიანმა.

 

ახვლედიანი იმედს გამოთქვამს, რომ რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიებისგან კოალიცია აღარ შეიქმნება, რადგან, მისი თქმით, ამ წლების განმავლობაში ყველამ კარგად დაინახა ასეთ კოალიციებს რა შედეგი მოაქვს.

 

„მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ აღარასდროს მოხდება, რომ აბსოლუტურად განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიებმა კოალიცია შექმნან, რადგან ყველამ კარგად დაინახა ამ წლების განმავლობაში, ასეთი კოალიციები არათუ არ ამართლებს, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვერცერთ საკითხზე ვერ თანხმდებიან. საზოგადოებას ურთიერთსიძულვილის და აუტანლობის გარდა არაფერს აჩვენებენ. ასეთ მდგომარეობაში ხელისუფლებაში ყოფნაც არაკომფორტულია", - განაცხადა ახვლედიანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner