logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
- +

18 მაისი. 2017. 16:17


 

სააგენტო „სპუტნიკის" ინფორმაციით, დღეს სოჭში ხელი მოეწერა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმებას.


ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან შეთანხმებას ხელი დე-ფაქტო შს მინისტრმა ასლან კობახიამ, ხოლო რუსეთის მხრიდან შს მინისტრის მოადგილემ იგორ ზუბოვმა მოაწერეს.


არსებული ინფორმაციით, ცენტრის მიზანია ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლა. ასევე, ცენტრის ამოცანებში შედის ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის, ასევე აუცილებელი ოპერატიული და კრიმინალისტური ღონისძიებების ჩატარება, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებზე მონაცემთა ბაზის შექმნა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner