logo_geo
eng_logo
რეგიონების 221 სკოლაში, არჩევითი საგანი „მეწარმეობის საფუძვლები“ დანერგვის ეტაპს გადის
- +

4 აპრილი. 2016. 16:54


2015-2016 სასწავლო წლიდან, განახლებული პროგრამით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 221 საჯარო სკოლაში დანერგვის ეტაპს გადის არჩევითი საგანი „მეწარმეობის საფუძვლები". საგანი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებში სამეწარმეო, დაგეგმვისა და ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს, ასევე მოსწვალეებს ეხმარება არჩევანის გაკეთებაში თუ როგორ შეიძლება იდეა გადაიქცეს კონკრეტულ საქმიანობად, რომელმაც მას მომავალში შეიძლება მოუტანოს როგორც შემოსავალი, ასევე, მისცეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების, თვითგამოხატვის, თვითდასაქმებისა და სხვების დასაქმების საშუალება. საგანი აგრეთვე ეხმარება მოსწავლეებს, სწორი გადაწყვეტილება მიიღონ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით.




პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი მინიკომპანიები ჩამოაყალიბონ, ისინი თანატოლებიდან ირჩევენ კომპანიის დირექტორთა საბჭოს, ახორციელებენ კაპიტალის მოზიდვას (სიმულაცია), მომხმარებელთა საჭიროებების კვლევას, იწყებენ საქმიანი დოკუმენტაციის წარმოებას და ახდნენ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას. სწავლების პროცესში მოსწავლეები ასევე ეცნობიან სხვადასხვა საწარმოების საქმიანობას.



პროექტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან და წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად, საწარმოში „წალკა ვიტა" ყველის დამზადების პროცესს გაეცნო და სოფელ სანტაში ფერმა „ალპია სანტა" დაათვალიერა. პროექტში მოწვეულმა ბიზნეს-კონსულტანტმა საწარმოს დაფუძნებიდან მის წარმატებამდე განვლილი გზა გააცნო მოსწავლეებს.



ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ყველა საჭირო ინფორმაცია მიიღეს კერძო კომპანიების საქმიანობის, სხვადასხვა ოპერაციების მნიშვნელობაზე, რამაც საწარმოების წარმატება განაპირობა. აქვე მოსწავლეებმა შეკვეთაც მიიღეს წარმოებული ყველის ნაწარმისთვის სპეციალური შესაფუთი ჩანთების დასამზადებლად. დღევანდელი შეხვედრა კარგი მაგალითი იყო იმისა, თუ რამდენად დროული და მნიშვნელოვანია ახლებური მიდგომების დანერგვა სასწავლო პროცესში, რათა ჩვენი ახალგაზრდები მომზადებულნი შეხვდნენ ახალ, თანამედროვე გამოწვევებს", - განმარტავენ განათლების სამინისტროში.





წყარო: „businesscontact.ge"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner