logo_geo
eng_logo
„ჩვენი ქვეყანა მზად უნდა იყოს ნებისმიერი კიბერთავდასხმის დროს“ – „კასპერსკის ლაბორატორია“ უკვე თბილისშია
- +

18 მაისი. 2017. 18:29




კიბერუსაფრთხოების იდეის მხარდასაჭერად „კასპერსკის ლაბორატორიამ" 18 მაისს თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში აქცია ჩაატარა და სამგანზომილებიანი ბანერი განათავსა, სახელწოდებით „დავიცვათ სამყარო".


კომპანია 18 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ყველას მოუწოდებს, აღნიშნული ილუსტრაციის ფონზე ორიგინალური სურათის გადაიღოს, რათა ერთად დავუპირისპირდეთ კიბერდანაშაულს.


„კასპერსკის ლაბორატორიამ" ბანერის განთავსება თბილისის მერიის დახმარებით შეძლო, ბანერზე ციფრული სამყაროს საფრთხეებია სიმბოლიზირებული.


„კომპანია „კასპერსკის ლაბორატორია" უკვე 20 წელია არსებობს და გვსურს, კავკასიაში ბაზარი ავითვისოთ, საუბარია კიბერუსაფრთხოებაზე, ციფრული სამყაროს კიბერდანაშაულებზე. ჩვენი მთავარი მიზანია, დაცული იყოს ინტერნეტ სივრცე რაიმე სახის დანაშაულისგან.  ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სამგანზომილებიანი ილუსტრაციის ფონზე სურათის გადაღება.

 

„კასპერსკის ლაბორატორიას" აქვს მთელი რიგი პაკეტები როგორც კერძო მომხმარებლებისთვის, ისე სახელმწიფო უწყებებისა და სხვადასხვა მსხვილი კომპანიისთვის. ჩვენ გვაქვს ასევე, ახალი სერვისი ბავშვებისთვის, ანუ მათთვის არ იყოს ხელმისაწვდომი პორნოგრაფიული და სხვა სახის ვიდეომასალები, რათა ფსიქიკა არ დაუზიანდეთ. ჩვენ სურვილია, სხვადასხვა სეგმენტი მოვიცვათ", - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას „კასპერსკის ლაბორატორიის" მარკეტინგის მენეჯერმა სომხეთსა და საქართველოში სემ ზაქარიანმა.

 

„მსოფლიოში ცნობილი ანტივირუსული პროგრამების კომპანია „კასპერსკის ლაბორატორია" უკვე თბილისშია. ჩვენ მერიის დახმარებით დავდგით ბანერი და მინდა, მადლობა გადავუხადო დავით ნარმანიას იმისთვის, რომ ეს მოკრძალებული ბანერი ქალაქის ცენტრში დადგეს.

 

„კასპერსკის ლაბორატორიის" მთავარი მიზანია კიბერუსაფრთხოება. მოგეხსენებათ, კიბერდამნაშავეები ფინანსურ ზიანს აყენებენ ადამიანებს საბანკო ანგარიშებზე, ითვისებენ სხვათა თანხასა და ინფორმაციას. „კასპერსკის ლაბორატორიას", გარდა კომერციული ინტერესებისა, აქვს სხვადასხვა სახის პროექტი და სემინარი. ამზადებს კიბერსპეციალისტებს, რათა ჩვენი ქვეყანა მზად იყოს ნებისმიერი თავდასხმის დროს", - აცხადებს „კასპერსკის ლაბორატორიის" წარმომადგენელი საქართველოში ზაზა სვანაძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner