„დღეს „ნაციონალური მოძრაობა", როგორც საფრთხე, აღარ არსებობს", - ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი აცხადებს. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" თავადაც არ სჯერა, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს.
„ნაცები ხშირად კი იმეორებენ, საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვებთ და უმრავლესობით მოვალთო, მაგრამ ამ ზღაპრის თავადვე არ სჯერათ და კარგად იციან, რომ რა რაოდენობის სადეპუტატო მანდატებიც ახლა აქვთ, მომავალ არჩევნებში იმის ნახევარსაც ვეღარ მიიღებენ. და კიდევ: ივანიშვილის მიერ შემოთავაზებულმა ფორმულამ - შუა უნდა გაიკრიფოს, 2012 წელს კი იმუშავა, მაგრამ დღეს შუა არათუ გაკრეფილია, არამედ ამომრჩეველს უფრო მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს", - განაცხადა დევდარიანმა.