ნიუ-იორკის ცენტრალურ მოედანზე, თაიმს სქვერზე, ტროტუარზე ავტომანქანის შევარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაშავდა. პორლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ავარია, როგორც ჩანს, ტერაქტს არ უკავშირდება.
ავტომობილის მძღოლი, 26 წლის მამაკაცი დაკავებულია. ის არაერთხელ არის დაკავებული ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის.
ცოტა ხნის წინ თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკში მომხდარ ინციდენტზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია.