logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: ჩემს გუნდში არ მისმენენ და სხვა ვინ მომისმენს?!
- +

4 აპრილი. 2016. 17:20


„ქართული ოცნებისთვის" უზარმაზარი დარტყმა იყო კოჰაბიტაცია, რომელიც დასავლელმა პარტნიორებმა მოგვახვიეს თავს", - ამის შესახებ დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.



„მიუხედავად ზოგიერთი დეპუტატის წინააღმდეგობისა, საბოლოო ჯამში კოჰაბიტაციის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს და აი შედეგიც! და კიდევ: დიდი ზიანი მიაყენა „ქართულ ოცნებას" პიარის არქონამ. ხალხი, ფაქტობრივად, ნაციონალების ტყუილების ამარა დავტოვეთ?! რა ხდება?.. ალალად ვამბობ, მეცოდება ჩემი ხალხი, რომ დღეს ასეთ გაუგებრობაშია. ლამის ჭკუიდან გადავდივარ, როცა მეკითხებიან, რა გაგვიკეთეთო. გაკეთებული საქმეების ჩამოთვლას რომ დავიწყებ, ყველა მეთანხმება. აბა, რაღა გინდა, შე დალოცვილო?! მეტიც შეგვეძლო, მაგრამ გაკეთებულის დაუნახაობაც უსამართლობაა. მე რა შემიძლია გავაკეთო?! ომარ ნიშნიანიძეს დრომოჭმულად თვლიან. ჩემს გუნდში არ მისმენენ და სხვა ვინ მომისმენს?" - ამბობს ნიშნიანიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner