logo_geo
eng_logo
აშშ-ის კოალიციურმა ძალებმა სირიის სამთავრობო არმიაზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს
- +

19 მაისი. 2017. 02:56


 

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციურმა ძალებმა სირიის სამთავრობო არმიაზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. აშშ-ის სამხედროების ცნობით, კოლონამ გამაფრთხილებელი ცეცხლის იგნორირება მოახდინა.


„პრო-სამთავრობო ძალებმა გამაფრთხილებელ გასროლაზე რეაგირება არ მოახდინეს, უარი თქვეს კურსის შეცვლაზე და დაარღვიეს უსაფრთხოების ზონის საზღვარი, შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა მაისის დასაწყისში,  ასტანაში გამართული მოლაპარაკებების დროს",- აღნიშნულია კოალიციური ძალების  განცხადებაში.


როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, დეტალები მომხდართან დაკავშირებით ზუსტდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner