BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციურმა ძალებმა სირიის სამთავრობო არმიაზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. აშშ-ის სამხედროების ცნობით, კოლონამ გამაფრთხილებელი ცეცხლის იგნორირება მოახდინა.
„პრო-სამთავრობო ძალებმა გამაფრთხილებელ გასროლაზე რეაგირება არ მოახდინეს, უარი თქვეს კურსის შეცვლაზე და დაარღვიეს უსაფრთხოების ზონის საზღვარი, შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა მაისის დასაწყისში, ასტანაში გამართული მოლაპარაკებების დროს",- აღნიშნულია კოალიციური ძალების განცხადებაში.
როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, დეტალები მომხდართან დაკავშირებით ზუსტდება.