logo_geo
eng_logo
ნიუ-იორკში მომხდარი ინციდენტის მონაწილე მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა
- +

19 მაისი. 2017. 02:58



დასავლური მედიის ბოლო ინფორმაციით, ნიუ-იორკში, თაიმზ სქვერზე მომხდარ ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა. მაღალი სისწრაფით მიმავალი ავტომობილი ტროტუარზე შევარდა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. დაკავებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 26 წლის მამაკაცია, რომელიც ადრე ამერიკის საზღვაო ძალებში მსახურობდა. ქალაქის მერის განცხადებით, მომხდარი ტერორისტული აქტი არ ყოფილა.


მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მძღოლი დაკავებისას არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამასთან, ის ორჯერ იყო დაკავებული ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner