ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ თუ ლაშა თორდია დროულად არ გამოაქვეყნებს დასკვნას, ისინი მიმართავენ სასამართლოს ოთარ ფარცხალაძის პატივისა და ღირსების შელახვისთვის.
„ბატონ ოთარ ფარცხალაძისადმი საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება უძრავ ქონებას, საზოგადოებას გვსურს მივაწოდოთ ინფორმაცია. მოვუწოდებთ ამ ატეხილი აჟიოტაჟის მთავარ პერსონას, დროულად გამოაქვეყნოს ის დასკვნა, რომელზეც უკვე დღეებია მიდის საუბარი, თუმცა დასკვნა არ ქვეყნდება. საზოგადოებისგან ბატონ ოთარს არაფერი აქვს დასამალი და ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს თხოვნით, შეისწავლონ დასკვნა და საზოგადოებას ამცნონ სრული სიმართლე.
იმ შემთხვევაში, თუ თორდია არ გამოაქვეყნებს დასკვნას, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს ოთარ ფარცხალაძის პატივისა და ღირსების შელახვისთვის", - განაცხადეს ადვოკატებმა.