ავტორი თამაზ ჩიქვანაია
თურქეთის ქალაქ სამსუნში გამართულ გრან-პრიზე ჩვენი ძიუდოისტების გამოსვლა დიდ წარმატებად არ ჩაითვლებოდა, რომ არა ახალგაზრდა ბექა ღვინიაშვილის გამოსვლა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი გამარჯვება მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან. ამით ბექამ პრაქტიკულად გაინაღდა რიოში გამგზავრება.საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები საოლიმპიადე რეიტინგში შვიდივე წონაში საკვალიფიკაციო ზონაში იმყოფებიან.
სავარაუდოდ, ქართული გუნდი ოლიმპიადაზე სრული შემადგენლობით გაემგზავრება .
4 აპრილის მონაცემებით, ოლიმპიურ რეიტინგში ასეთი ვითარებაა:
60 კგ
1. ამირან პაპინაშვილი - 1468 ქულა
2. ლუხუმ ჩხვიმიანი - 418
66 კგ
1. ვაჟა მარგველაშვილი - 812
73 კგ
1. ნუგზარ ტატალაშვილი - 1400
2. ლაშა შავდათუაშვილი - 1125
81 კგ
1. ავთანდილ ჭრიკიშვილი - 2310
2. უშანგი მარგიანი - 602
90 კგ
1. ვარლამ ლიპარტელიანი - 1792
2. ბექა ღვინიაშვილი - 990
100 კგ
1. ბექა ღვინიაშვილი - 720
+100 კგ
1. ადამ ოქრუაშვილი - 1100
2. ლევან მატიაშვილი - 1074
ქალთა შორის 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში ესტერ სტამს 695 ქულა აქვს და ამ დროისთვის, კონტინენტურ კვოტაში ხვდება.
31 მაისს ოლიმპიური რეიტინგი ოფიციალურად იხურება და საბოლოო სახეს მიიღებს, დარჩენილ 4 შეჯიბრში კი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა ვიზრუნოთ. პირველ რიგში ეს ეხება 66 და 100 კგ წონით კატეგორიებს, რათა 8 განთესილს შორის ვიხილოთ ჩვენი სპორტსმენები.