logo_geo
eng_logo
ბექა ღვინიაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე წასვლა გაინაღდა!
- +

4 აპრილი. 2016. 17:31


თურქეთის ქალაქ სამსუნში გამართულ გრან-პრიზე ჩვენი ძიუდოისტების გამოსვლა დიდ წარმატებად არ ჩაითვლებოდა, რომ არა ახალგაზრდა ბექა ღვინიაშვილის  გამოსვლა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი გამარჯვება მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან. ამით ბექამ პრაქტიკულად გაინაღდა რიოში გამგზავრება.საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები  საოლიმპიადე რეიტინგში შვიდივე წონაში საკვალიფიკაციო ზონაში იმყოფებიან.

სავარაუდოდ, ქართული გუნდი ოლიმპიადაზე სრული შემადგენლობით გაემგზავრება .

4 აპრილის მონაცემებით, ოლიმპიურ რეიტინგში ასეთი ვითარებაა:

60 კგ

1.       ამირან პაპინაშვილი - 1468 ქულა

2.       ლუხუმ ჩხვიმიანი - 418

 

66 კგ

1.       ვაჟა მარგველაშვილი - 812

 

73 კგ

1.       ნუგზარ ტატალაშვილი - 1400

2.       ლაშა შავდათუაშვილი - 1125

 

81 კგ

1.       ავთანდილ ჭრიკიშვილი - 2310

2.       უშანგი მარგიანი - 602

 

90 კგ

1.       ვარლამ ლიპარტელიანი - 1792

2.       ბექა ღვინიაშვილი - 990

 

100 კგ

1.       ბექა ღვინიაშვილი - 720

 

+100 კგ

1.       ადამ ოქრუაშვილი - 1100

2.       ლევან მატიაშვილი - 1074


ქალთა შორის 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში ესტერ სტამს 695 ქულა აქვს და ამ დროისთვის, კონტინენტურ კვოტაში ხვდება.

    31 მაისს ოლიმპიური რეიტინგი ოფიციალურად იხურება და საბოლოო სახეს მიიღებს, დარჩენილ 4 შეჯიბრში კი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა ვიზრუნოთ. პირველ რიგში ეს ეხება 66 და 100 კგ წონით კატეგორიებს, რათა 8 განთესილს შორის ვიხილოთ ჩვენი სპორტსმენები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner