„ზოგნი ისე განიცდიან თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას, გეგონება, მართლა არსებობდა ჩვენში თვითმმართველი ქალაქები და გეგონება, ამ ე.წ. თვითმმართველი ქალაქების ე.წ. მმართველობებში არ მოიყარა თავი ათასი ჯურის უწიგნურმა და აფერისტმა", - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რასაკვირველია, იქ არიან კარგი ადამიანებიც, მაგრამ ვითომ თვითმმართველობებმა უკვე მიიღო მახინჯი ფორმები!
ეგ კი არა, საერთოდ გასაუქმებელია საკრებულოებიც, სადაც ხელჩართული ბრძოლებია გამართული და სოფელში წყლის მილი რომ გასკდეს, არავინ იცის, ვისი გასაკეთებელია!
გამგებელი ისევ არჩევითი იყოსო. არჩევითი კი არა, უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრმა და დილა-საღამოს მოსთხოვოს პასუხი „ამ ქვეყანას დღეს რა ვარგე"-ს მოტივით!
ისე, თუ გუბერნატორების თანამდებობებსა და მათ აპარატ-მაპარატებსაც გავაუქმებთ, არც ეგ იქნება ურიგო!
ამოვიდა ყელში თქვენი პრუწუნ-პრუწუნა დემოკრატია, ჩაუყენეთ რაიონებსა და სოფლებს სათავეში კაცები და აკეთებინეთ საქმე!" - წერს ზედელაშვილი.