logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: შემოგვიერთდით!
- +

19 მაისი. 2017. 14:36


ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ვისაც გინდათ, ჩვენთან ერთად მონაწილეობა მიიღოთ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა-შენარჩუნების საქმეში; ვისაც გინდათ, ჩვენთან ერთად იბრძოლოთ კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში ჩადენილი დანაშაულის გამოსავლენად და დამნაშავის დასასჯელად, შემოგვიერთდით - თვეში ერთხელ ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშზე ჩარიცხეთ 1 ლარი. ვისაც ერთ ლარზე მეტის გადმორიცხვის სურვილი გაგიჩნდებათ, მოხარული ვიქნებით.

 

ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, აქ, ინტერნეტსივრცეში დეტალურ ანგარიშს ჩაგაბარებთ - ვინ რამდენი ჩარიცხა „მემკვიდრეობა და სამართალის" ანგარიშზე და შემდეგ რაში დაიხარჯა ეს თანხა.

 

მუზეუმების გაერთიანებაზე კერძო საჩივარი მე და მამუკა ნოზაძემ 15 მაისს შევიტანეთ. ალბათ გახსოვთ, რომ მოსამართლე ნათია ბუსკაძემ საქმის განხილვა შეწყვიტა, მერიის იურისტის შუამდგომლობის საფუძველზე. რამდენიმე დღეში ალბათ, მოსამართლის განჩინება ჩაგვბარდება, ხარვეზის დადგენის თაობაზე - 50 ლარია სახელმწიფო ბაჟის თანხა, რაც ჯერ არ გადამიხდია. ბანკში ანგარში 15 მაისს გავხსენი. ამდენ ხანს იმიტომ არ დავწერე, რომ ინგა ბერიკაშვილს ველოდებოდი, ეს ლოგო, ფოტო და ბანკის რეკვიზიტები ერთ სივრცეში რომ მოეთავსებინა.

 

შეგახსენებთ, რომ ეს ორგანიზაცია საჯარო რეესტრში 2016 წლის 12 აგვისტოს დავარეგისტრირე. მეგობრის შვილმა ვაჟა ბარამიძემ ორგანიზაციის ბლანკი გააკეთა და 2017 წლის 5 იანვრიდან მოყოლებული სხვადასხვა უწყებებში განცხადებებს სწორედ ამ ბლანკით ვაგზავნი. აქამდე ორგანიზაციას არც ანგარიში ჰქონია და არც რაიმე ტიპის შემოწირულობი გადმოუცია ვინმეს.

 

ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია „მემკვიდრეობა და სამართალის" საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:

 

ეროვნულ ვალუტაში - მიმღები ბანკი სს :ბაზისბანკი"; ბანკის კოდი CBASGE22; მიმღების დასახელება მ/ა ააიპ „მემკვიდრეობა და სამართალი"; IBAN GE43 BS00 0000 0084 3361 36

 

უცხოურ ვალუტაში - BENEFICIARY'S BANK BASISBANK; TBILISI, GEORGIA; SWIFT: CBASGE22; BENEFICIARY c/a „INHERITANCE AND LAW" NLE; IBAN GE43 BS00 0000 0084 3361 36", - წერს ნინო მიქიაშვილი.



 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner