ივნისის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უბისას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ინფრატსრუქტურულ სამუშაოებს მსოფლიო ბანკი 2 მილიონი ლარით აფინანსებს. პროექტის ფარგლებში აშენდა საინფორმაციო შენობა-ნაგებობა, კაფე, სამზარეულო და სველი წერტილი.
შესრულებული სამუშაოების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო.
პროექტის შედეგად, მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.