logo_geo
eng_logo
უბისას მონასტერთან ზაფხულში გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ
- +

19 მაისი. 2017. 15:06


ივნისის ბოლოს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, უბისას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


„ინფრატსრუქტურულ სამუშაოებს  მსოფლიო ბანკი 2 მილიონი ლარით აფინანსებს.  პროექტის ფარგლებში აშენდა საინფორმაციო შენობა-ნაგებობა, კაფე, სამზარეულო და სველი წერტილი.

 

შესრულებული სამუშაოების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო.

 

პროექტის შედეგად, მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც იმერეთის რეგიონში  ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner