logo_geo
eng_logo
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, პრემიერს თანამდებობიდან გადადგომის ვალდებულება აღარ ექნება
- +

4 აპრილი. 2016. 17:33


„საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანა იგეგმება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება, თუ იგი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი.


„საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების ავტორები პარლამენტის წევრები - გიორგი ვოლსკი, ზვიად ძიძიგური და ვახტანგ ხმალაძე არიან, ხოლო ინიციატორები - ზვიად კვაჭანტირაძე და ვახტანგ ხმალაძე.



გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, გასწორდება არსებული ტექნიკური ხარვეზი - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აღარ მოიხსენიება საქართველოს პარლამენტის წევრი.



საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, პრემიერ-მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რაც არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნების ტრადიციას. პრემიერ-მინისტრი, როგორც წესი, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან მმართველი კოალიციის პოლიტიკური ლიდერია და ახალ საპარლამენტო არჩევნებში შესაბამის საარჩევნო სუბიექტს წარუძღვება. პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა საყოველთაოდ დაშვებული და გავრცელებული მოვლენაა. გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერ-მინისტრის სავალდებულო გადადგომა გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას. ასეთი ვითარება და საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც შესაძლოა, ორი თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობის სახელმწიფოებრივ ინტერესს არანაირად არ შეესაბამება", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.



კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები ევროკავშირის დირექტივებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს არ ეწინააღმდეგება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner