მოსამართლის გადაწყვეტილებით, ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესების განხილვა მთლიანად დახურულ ფორმატში გაიმართება.
მოსამართლემ საქმის განხილვის სრულად დახურვით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურამ სხდომების დახურვის მოთხოვნა დღევანდელ პროცესზე იმით დაასაბუთა, რომ საქმეში არსებობს აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც როგორც ბრალდებული მამა გიორგის, ისე სხვა პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ხშირ შემთხვევაში ინტიმურ დეტალებს შეიცავს.