logo_geo
eng_logo
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
- +

19 მაისი. 2017. 17:10


შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ჯ.მ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში დააკავეს.

 

„სამართალდამცველებმა, ჯ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, ჰეროინის შემცველი, კუსტარულად დამზადებული 0,2588 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner